Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების -  მიმართულებათა  ხელმძღვანელების არჩევისა და დანიშვნის შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების, დამტკიცებული თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს 2018 წლის 3 დეკემბრის სხდომის # 8 ოქმით, 26-ე მუხლის საფუძველზე

ვბრძანებ:

 

  1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების -  მიმართულებათა  ხელმძღვანელების  არჩევნები  ჩატარდეს 2021 წლის 24 თებერვლიდან 15 მარტის ჩათვლით, ონლაინ ფორმატში, „ZOOM“ პლატფორმის  გამოყენებით;
  2. სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - მიმართულების  ხელმძღვანელს, მიმართულების სხდომაზე ირჩევს მიმართულების აკადემიური პერსონალი სიით შემადგენლობის უმრავლესობით;
  3. მიმართულების ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ფაკულტეტის პროფესორი, ან ასოცირებული პროფესორი (მუხლი 26.1.);
  4. არჩევნების შედეგების მიხედვით, მიმართულებაზე შედგება ოქმი, რომელიც გადაეგზავნება ფაკულტეტის დეკანს;
  5. სასწავლო - სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - მიმართულების  ხელმძღვანელის შერჩეულ კანდიდატურას, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფაკულტეტის დეკანი (მუხლი 26.3.);
  6. ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს დეკანის სამდივნოს;
  7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ დოლბაია